ნაზი ჯანეზაშვილი: ანა დოლიძე ისე წავიდა საბჭოდან, რომ კითხვას მისი დაფინანსების შესახებ არ უპასუხა

“ანა დოლიძის გადადგომით დადასტურდა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მე აქამდე ვამბობდი, ხოლო მისი მხრიდან იმის მტკიცება, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა, თვალთმაქცობა იყო”, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვებას.

როგორც სოციალურ ქსელში ჯანეზაშვილი წერს, ანა დოლიძე ისე წავიდა საბჭოდან, რომ კითხვას მისი დაფინანსების შესახებ არ უპასუხა.

“ანა დოლიძის გადადგომით დადასტურდა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მე აქამდე ვამბობდი, ხოლო მისი მხრიდან იმის მტკიცება, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა, იყო თვალთმაქცობა. სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი თავის დროზე საკუთარი ინიციატივით არ გადადგა და საჭირო გახდა სხვების მითითება. პოლიტიკაში წასვლა მისი არჩევანია და მას ამის სრული უფლება აქვს, უბრალოდ, საბჭოს წევრობასთან მისი საქმიანობა ამდენი ხნის განმავლობაში იყო შეუთავსებელი და კანონდარღვევა.

ანა დოლიძე ისე წავიდა საბჭოდან, რომ კითხვას მისი დაფინანსების შესახებ არ უპასუხა.

სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან, იმედი მაქვს, ჩვენ ამას შევძლებთ!”, – წერს ჯანეზაშვილი.

ცნობისთვის, ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა, ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები