თაკო ჩარკვიანი: კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად

ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით გადაწყვეტილება მიღებულია – კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად ( ჩემს უბანში ) დევიზი ასეთია “არც ერთი ხმა პუტინს”,-ამის შესახებ “კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
​”ძვირფასო მეგობრებო!
ქალბატონებო და ბატონებო!!!!!
პირველად გამცნობთ თქვენ( დაპირებისამებრ ) უპირველესად თქვენ!
გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიიიდი სამეგობროს, ასევე ჩემი ძმის მამუკა ჩარკვიანის თხოვნით, ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შედეგად, დედას – ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ირმა ჩხეიძის, ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით გადაწყვეტილება მიღებულია – კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად ( ჩემს უბანში )
დევიზი ასეთია “არც ერთი ხმა პუტინს” ! საქართველო კორუფციონერების და 30-წლიანი, თაღლითი – კორუფციაში ჩაფლული, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს – პენსიას, რომ იპარავენ!! მიყვარხართ მე თქვენ, მიყვარს გაწვალებული მტრისგან დაუცველი საქართველო და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება”,-წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები