უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღაზე განაცხადეს
უკრაინის პრემიერმინისტრის, დიმიტრი შმიგალის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღა დაიწყო.
მისი თქმით, უკრაინის ორ რეგიონში საავადმყოფოების 50%-ზე მეტი დაკავებულია.
“ფაქტობრივად, დღეიდან მორიგი, პირველი ან მეორე, როგორც გინდათ დაარქვით, დაავადების ტალღა გვაქვს”, – თქვა შმიგალმა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში საკარანტინე ზომების დაცვა ერთადერთი გამოსავალია. შმიგალის თქმით, უარყოფითი დინამიკა სწორედ ამ ზომების დაუცველობის გამო შეინიშნება.
19 ივნისის მდგომარეობით, უკრაინაში კორონავირუსის 34 984 შემთხვევაა, 985 პაციენტი გარდაიცვალა, 16 333 პაციენტი განიკურნა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 921.