დავით ბაქრაძე: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული აბზაცი, რომელსაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს, დოკუმენტის ხელმომწერი კონგრესემენების ნაწილისთვისაც უხერხულობის შემქმნელი იყო
“ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული აბზაცი, რომელსაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს, დოკუმენტის ხელმომწერი კონგრესემენების ნაწილისთვისაც უხერხულობის შემქმნელი იყო”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
დავით ბაქრაძის თქმით, საელჩომ მათ განუმარტა, რომ ამ ფაქტს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა საქართველოში და კონგრესმენებისთვის სრულიად გასაგებია ის წუხილი, რომელიც ამ დოკუმენტმა საქართველოში გამოიწვია, რადგან ყველა ხედავს, რომ თავად ეს დოკუმენტია წინააღმდეგობრივი.
“ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მაქსიმალური რაოდენობის, თითქმის, ნახევარ ხელმომწერ კონგრესმენებთან და უკლებლივ ყველამ დაადასტურა, რომ, ერთი მხრივ, არ იზიარებენ ამ წინადადების სულისკვეთებასა და, მეორე მხრივ, მათი უმრავლესობისთვის აბსოლუტურად სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რაზეც ჩვენ მივუთითეთ.
ერთი მხრივ, ის განმარტავს და აჩვენებს იმ მიღწევებს, რომლებიც საქართველოსა და მის მმართველ გუნდს აქვს აშშ-სთან, ნატო-სთან თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში და, მეორე მხრივ, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წარმოადგენს იმ ბრალდებას, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი აქვს. ასე რომ, რა თქმა უნდა, მათთვისაც უხერხულობის შემქნელი იყო ეს დოკუმენტი და კონკრეტულად ეს ჩანაწერი“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
„ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“, – აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა.
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი. გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.