2020 წელს შსს-ს სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია ჰქონდა – IDFI-ს კვლევა

“2020 წელს შსს-ს სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია ჰქონდა”,-ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.
ცნობისათვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკის შესახებ კვლევას აქვეყნებს.
რომლის თანახმად, 2020 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ საქართველოს პარლამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია.
IDFI-ს ცნობით, საქართველოს მთავრობის  დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტის გაუმჯობესების აუცილებლობა, კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც  საზოგადოების სათანადო ინფორმირება ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად იქცა.  ქვეყანაში არსებული გამოწვევების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით IDFI-მ  შეიმუშავა, კოვიდ-19 კრიზისის დროს საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა. ამ დრომდე, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებულ სტანდარტში, ცვლილებები არ შესულა. შესაბამისად, წინამდებარე ანგარიშის ფარგლებში, განხორციელებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის კვლევის მეთოდოლოგიაში ცვლილებები არ განხორციელებულა.

სრული რეიტინგი იხილეთ ლინკზე – https://idfi.ge/public/upload/Sida/REITINGI2020.pdf​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები