კარლ ჰარცელი: საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს შეუწყობს პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას, ახლა მნიშვნელოვანი იქნება, ყველა მხარემ გააგრძელოს შეთანხმების შესრულება

“საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ასევე, კარგი იქნება ამ არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაცის ხელს შეუწყობს.

„როგორც იცით, ჩემი ფუნდამენტური აზრი მარტის შეთანხმებაზე არის, რომ ეს იყო უზარმაზარი პროგრესი ყველა პოლიტიკური მხარისთვის, რომ მიაღწიეს ამ შეთანხმებას. ასევე ვფიქრობ, რომ როდესაც საუბარია შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ეს მართლა განგრძობადი, ძალიან ვრცელი კონსენსუსია ამ ფაქტზე, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ასევე, კარგი იქნება ამ არჩევნებისთვის.

ჩვენ ისევ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა, რომ ყველა მხარემ გააგრძელოს შეთანხმების შესრულება და იმუშაონ სრული განხორციელებისთვის. ჯერ ისევ ვიმედოვნებ, რომ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები