გიორგი გახარია: ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა

“ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად იმისთვის, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს, ჩვენს სოციალურ გარემოსა და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას უფრო მდგრადს ხდიდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამაზე და შეიძლება, ვთქვათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა და რაც პარლამენტშია, იმის შეცვლა შესაძლებელია და კიდევ ვმსჯელობთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები