გიორგი გახარია: ჯანდაცვის თითოეულ თანამშრომელს, პირველ ყოვლისა, მინისტრს მინდა, მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რომელიც მათ 24 საათის განმავლობაში ბოლო 4 თვის განმავლობაში გაწიეს
“ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური პანდემია არ არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, ეს გლობალური გამოწვევაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჯანდაცვის თითოეულ თანამშრომელს, პირველ ყოვლისა, მინისტრს მინდა, მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რომელიც 24 საათის განმავლობაში მათ გაწიეს ბოლო 4 თვის განმავლობაში.
დარწმუნებით მინდა, გითხრათ, რომ იმავე რეჟიმში გააგრძელებს ეს ხალხი წარმატებულად ბრძოლას შემდგომში, როდესაც ეს დაგვჭირდება.
ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური პანდემია არ არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, ეს გლობალური გამოწვევაა და სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრის ხელმძღვანლობით, სხვებთან შედარებით წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას, თუმცა ყველას გვესმის, რომ არაფერი დასრულებულა და ყველაფერი გრძელდება”, – განაცხადა გახარიამ.