კახა კალაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც სავარაუდო მძიმე დანაშაული აღკვეთეს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდირების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც სავარაუდო მძიმე დანაშაული აღკვეთეს, მადლობა გადაუხადა.
“პირველი და მნიშვნელოვანი, მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც აღკვეთეს ის სავარაუდო მძიმე დანაშაული, რომელიც, რა თქმა უნდა, უმძიმესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა კალაძემ.