დიმიტრი ცქიტიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებია, რადგან ის ქვეყანას სჭირდება

დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილი შესრულდა თუ არა, საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებია, რადგან ის ქვეყანას სჭირდება.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი უნდა დაუჭირონ.

„ასეთი ცვლილებები ქვეყანას სჭირდება. მიუხედავად იმისა, ისინი მიიჩნევებ თუ არა და შესრულებულია თუ არა 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილი, საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებია, რადგან ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა არა ერთჯერადად, ერთი პოლიტიკური ეტაპისთვის, არამედ – ქვეყნის დემოკრატიის გაჯანსაღებისთვის ისტორიული ცვლილებებია. პირადად მე კონსტიტუციის წარმოდგენილ ვერსიას მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები