“კადრები, რომელიც საზოგადოებამ იხილა, უაღრესად შემაშფოთებელია“

    კადრები, რომლებიც საზოგადოებამ იხილა, უაღრესად შემაშფოთებელია – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუხროვანის ამბოხის დაგეგმვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოზე კომენტირებისას განუცხადა. მინისტრი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა მიზანშედეგობრივი კავშირი მერაბიშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით და იმ ჩაცხრილულ ადამიანებს შორის, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ იცის. “მთავარია, დადგინდეს, მინისტრის ამგვარ უკანონო ინსტრუქციას მოჰყვა თუ არა ის შედეგი, რომელიც ადამიანის ამგვარი საზარელი მეთოდით მკვლელობით დამთავრდა, ეს, პირველ რიგში, არის გია კრიალაშვილის ოჯახის უფლება. პირველ რიგში, ოჯახის უფლებაა, იცოდეს სიმართლე, ესაა საზოგადოების უფლებაც”, – განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე რამდენიმე დღის წინ ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციაზე ჩანან. სამხედროფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. “მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები