ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდი პირობას შეასრულებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე ჩავარდნა დაემუქრება, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს “ქართული ოცნების” გუნდი მხარს დაუჭერს.

„თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე ჩავარდნა დაემუქრება, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება. ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან პირობა იქნება შესრულებული და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ. იმედი გვაქვს, რომ ვინც აქამდე ამბობდა, რომ მხარს დაუჭერდა, მათი განცხადება ძალაში რჩება. ცვლილებების მიღებას მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ჰყოფნის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები