“ჟურნალისტის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა ან დამუქრება მძიმე დანაშაულია, კარგია, რომ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა დროულად მიიღეს ზომები”
“ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა დროულად გადადგეს გარკვეული ნაბიჯები და ზომები მიიღეს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდირების ფაქტს.
ჩუგოშვილის თქმით, ჟურნალისტის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა ან დამუქრება მძიმე დანაშაულია.
“ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა დროულად გადადგეს გარკვეული ნაბიჯები და მიიღეს ზომები. ჟურნალისტის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა ან დამუქრება , ეს ყველამ ვიცით, რომ მძიმე დანაშაულია. მთავარია, სახელმწიფომ მოახერხოს დაცვა იმ პირებისა, რომლებსაც მსგავსი რამ შეიძლება, ემუქრებოდეთ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში – ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.