გიორგი კაკაურიძე: ანტიკრიზისული ბიუჯეტი საზოგადოების წინაშე განხილულია უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე

“ანტიკრიზისულ ბიუჯეტში გათვალისწინებული თითოეული ღონისძიება საზოგადოების წინაშე წარმოდგენილია ხელისუფლების ერთიანი გუნდის მიერ და დღეს ჩვენ სწორედ ტექნიკურად წარმოვადგენთ ანტიკრიზისულ გეგმას, რაც განიხილებოდა თვე-ნახევრის განმავლობაში”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ არ წარადგენს ანტიკრიზისული ბიუჯეტს ფინანსთა მინისტრი.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტში დეტალურადაა გაწერილი როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე, ის ხარჯები, რომლებიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის.

„პოლიტიკური გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია უმაღლეს დონეზე და უმაღლესი თანამდებობის პირების მიერაა წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე. მე დღეს იმიტომ ვარ პარლამენტში, რომ ეს ყველაფერი ტექნიკურად აისახოს ბიუჯეტში, წარმოვადგინო თქვენ წინაშე და ვიმსჯელოთ შენიშვნებზე, ასევე, მზად ვარ, დამატებით გიპასუხოთ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვებზე”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები