რომან კაკულია: მგონი, ისტერია გაბუნიასაც არ დაუკლია არავისთვის, თუმცა რაც მოხდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია

“ისტერია მგონი, გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ ვერ გეტყვით, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა რაც მოხდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია”, – ასე გამოეხმაურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდირების ფაქტს.

“ეს საკითხი ბოლომდე არ ვიცი, თუმცა ისტერია, მგონი, გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ ვერ გეტყვით, რასთან გვაქვს საქმე. ასე ხდება, თუ ყველა ინფორმაცია არ გაქვს, დასკვნის გაკეთება საკმაოდ რთულია. დღევანდელი მსოფლიო ასეთი ადამიანების მიმართ საკმაოდ მოწყვლადია და საქართველო გამონაკლისი არ არის. ისე კი სამწუხარო ფაქტია, რა თქმა უნდა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში – ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები