რატი იონათამიშვილი გაბუნიას საქმეზე: მინდა, მადლობა ვუთხრა უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან იქნა აცილებული, ყოველგვარი აფიშირების გარეშე

“მინდა, მადლობა ვუთხრა უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან იქნა აცილებული, ყოველგვარი პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდირების ფაქტს.

“პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა ვუთხრა უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან იქნა აცილებული, ყოველგვარი პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე. უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია და პროფესიონალიზმი სწორედ ეს არის, რომ საზოგადოების დაზაფვრის გარეშე აღიკვეთოს დანაშაული”,  – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში – ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები