გრუშკო: უკრაინისთვის ახალი სტატუსის მინიჭება ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს დონბასის კონფლიქტის დარეგულირება არ სურს

“უკრაინისთვის გაძლიერებული შესაძლებლობების ნატო-ს პარტნიორის სტატუსის მინიჭება, კიევის “ომის პარტიის” მხრიდან პოლიტიკური სიგნალია და მეტყველებს იმაზე, რომ ალიანსს დონბასში კონფლიქტის დარეგულირება არ სურს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

“კიევში არსებული ომის პარტიის პოლიტიკური სიგნალია. ეს პირველი. მეორე, ეს მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ნატო შიდაუკრაინული კონფლიქტის დარეგულირებაში არ არის დაინტერესებული, რომ ამით აღმოსავლეთის ფლანგის პროპაგანდის გამართლება მოახდინოს, ასევე, განაგრძოს რუსეთის დემონიზირებას, როგორც დასავლეთის მთავარი საფრთხის”, – აღნიშნა დიპლომატმა.

ნატო-მ უკრაინას გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი გასულ კვირას მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები