ამირან გამყრელიძე: ქვეყანა საკარანტინე ზონებს, ჯერჯერობით, ვერ გააუქმებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა საკარანტინე ზონებს, ჯერჯერობით, ვერ გააუქმებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსული პირებისთვის კარანტინი, ჯერჯერობით, ძალაში რჩება.
„საკარანტინე ზონებს, ჯერჯერობით, ქვეყანა ვერ გააუქმებს, მით უმეტეს, ჩვენ ირგვლივ, საიდანაც დღეს შემოდიან საქართველოში საქართველოს მოქალაქეები ან სხვა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, მათთვის კარანტინი ჯერჯერობით ძალაში რჩება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ დაავადების ფართოდ გავრცელების პრევენციას ვახდენთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.