ამირან გამყრელიძე: როგორც ყველა რესპირატორული ვირუსი, კორონავირუსიც შეიძლება, შემოდგომაზე, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან​ გააქტიურდეს

“ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, გრიპთან ერთად, ​შესაძლებელია, კორონავირუსული ინფექციის გააქტიურებაც მოხდეს”, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვირუსის აგრესიულობა თანდათან იკლებს.

„რაც შეეხება მეორე ტალღას, მსოფლიოში ძირითადად გლობალურად პროგნოზირებენ, რომ როგორც ყველა რესპირატორული ვირუსი, შეიძლება, გააქტიურდეს შემოდგომის პერიოდში, აცივების პერიოდში, იმისდა მიხედვით, თუ რომელ სარტყელში ვართ. ჩვენ, მოგეხსენებათ, რესპირატორული ვირუსები, ძირითადად, აქტიურდებიან ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და შესაძლებელია, გრიპთან ერთად, მოხდეს კორონავირუსული ინფექციის გააქტიურებაც. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმას, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა და ვირულენტობა იკლებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები