ონში, დავით აღმაშენებლისა და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩებზე გზების დასუფთავება მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, შპს „ ონის სერვის ჯგუფი”, შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის ონის სამსახურთან ერთად, დილიდან, დავით აღმაშენებლისა და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩებზე საავტომობილო გზების დაგვა-გადარეცხვის სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ჩიკვაიძე მოადგილესთან – გიორგი მაქარაშვილსა და წარმომადგენელთან ქალაქ ონში – ლევან შერაზადიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

“ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის ონის სამსახურს დახმარებისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები