ირაკლი ღარიბაშვილი: პროექტი – „ჩვენი ჯარი“ 1 102 სკოლაში საპილოტე ფორმატშია დაწყებული

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები სკოლებში უნდა ისწავლებოდეს“, – ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში გააკეთა. „მინისტრის საათის“ ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და ახალგაზრდებისთვის ჯარის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„1102 სკოლაში პროექტი – “ჩვენი ჯარი” უკვე საპილოტე ფორმატში დაწყებულია და ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება. აღნიშნული პროექტი მეათეკლასელებისთვის არის გამიზნული. მიგვაჩნია, რომ, ზოგადად, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. ამ საკითხებში თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. 2020-2021 წლებში კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ პროგრამას და ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ეს არის ეროვნული იდეოლოგიის საკითხები და არ არის მხოლოდ ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ საერთო კონსენსუსი და ჩამოვაყალიბოთ უფრო საერთო ეროვნული მასშტაბის იდეოლოგია, რომელიც მოიცავს, მათ შორის, ჯარის შესახებ ინფორმაციის ცოდნის გადაცემას ბავშვებისთვის და სწორ, ჯანსაღ საწყისებზე ბავშვების აღზრდას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები