ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს წინაშე დღეს არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ურთულესი უსაფრთხოების გარემო ქვეყანამ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო და ყოველდღიურად უწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შიდა და საგარეო გამოწვევებზე, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ჰიბრიდულ გამოწვევებზე.

ამასთან, ღარიბაშვილის განმარტებით, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, თავდაცვის უწყება თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით ხელმძღვანლობს სტრატეგიული მიმართულებებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები