პაატა იმნაძე: თუ ვისწავლით კორონავირუსთან თანაცხოვრებას, ადვილად დავძლევთ, ვერ ვისწავლით და კორონა მოგვერევა

ჩვენ ხელშია ყველაფერი, თუ ვისწავლით კორონავირუსთან თანაცხოვრებას, ადვილად დავძლევთ, ვერ ვისწავლით და კორონა მოგვერევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

პაატა იმნაძემ ისაუბრა კორონავირუსის მეორე ტალღის შესაძლო გამეორების შემთხვევაზე და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც დაიწყება რესპირატორული დაავადებების სეზონი, ჯანდაცვის სისტემა შესაძლოა გადაიტვირთოს.

“შემოდგომის დასასრული როცა იწყება, ყველა რესპირაციული დაავადების სეზონი, ძალიან მაღალი ალბათობაა იმისა, რომ კორონა განმეორდეს. წარმოიდგინეთ, არამარტო კორონა არამედ, გრიპიც რომ იქნება, სხვა რესპირატორული დაავადებებიც იქნება, როგორ შეიძლება, რომ ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთოს. ხალხი რატომ იღუპებოდა საფრანგეთსა და იტალიაში, რა ცუდი მედიცინა აქვთ?-არა, უბრალოდ, სისტემა იყო გადატვირთული და ვერ უმკლავდებოდა ყველა ადამიანის დახმარებას.ეს მოუვიდა მსოფლიოში ერთ-ერთი განვითარებული ჯანდაცვის სისტემების მქონე ქვეყნებს”, – აღნიშნა იმნაძემ.

მისი თქმით, ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია.

“ჩვენ ხელშია ყველაფერი. მოვუვლით ჩვენ თავს, პატარა შეზღუდვებს, რომელიც დისკომფორტს გვიქმნის, შევეგუებით, ვისწავლით კორონავირუსთან თანაცხოვრებას, კორონავირუსს ადვილად დავძლევთ. ვერ ვისწავლით და კორონა მოგვერევა”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები