სოფელ ქესალოში ასფალტის საფარი იგება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ასფალტის საფარი სოფლის იმ მონაკვეთში ეწყობა, სადაც მოსახლეობას წლების მანძილზე გადაადგილების პრობლემა ჰქონდა.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესსა და მშენებლობის ხარისხს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

“სოფელ ქესალოში გზების მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მილენიუმ ბილდერს გრუპი”, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ახორციელბს. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 590’000 ლარი იხარჯება და 3,5კმ სიგრძის ასფალტის საფარი იგება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები