კელი დეგნანი გორში USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორების შეკრებას დაესწრო
გორში ვიზიტად მყოფი აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორების შეკრებას დაესწრო.
შეხვედრაზე, რომელსაც მოქმედი და მომავალი ლიდერები ესწრებოდნენ, ელჩმა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასა და იმ წვლილზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებს შეაქვთ თემსა და მოქალაქეებზე ორიენტირებულ დემოკრატიულ საქართველოში.
USAID-ის ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ელჩი ადგილობრივი ახალგაზრდების გამოწვევებსა და პერსპექტივებსაც გაეცნო და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.