კელი დეგნანი “წითელი ჯვრის” საზოგადოების გორის ფილიალს ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი გორში ვიზიტის ფარგლებში “წითელი ჯვრის” საზოგადოების გორის ფილიალს ეწვია.

შეხვედრას “წითელი ჯვრის” საზოგადოების პრეზიდენტი ზ ნათია ლოლაძე და “წითელი ჯვრისა” და “წითელი ნახევარმთვარის” საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევა დაესწრნენ.

კელი დეგნანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში გავრცელებულ პანდემიასა და საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

„ჩემთვის პირველი ვიზიტია გორში და ეს ძალიან დიდი პატივია. მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა გორის მერთან, ასევე, შიდა ქართლის გუბერნატორთან. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, კოვიდ-19-თან დაკავშირებული სიტუაცია. ასევე, ის ძალიან სამწუხარო სიტუაცია, რაც გვაქვს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან.  მქონდა საშუალება, გავცნობოდი საქართველოში „წითელი ჯვრის“ საქმიანობას. ისინი მართლაც ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს, ეხმარებიან ადამიანებს და ხშირად ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების სიცოცხლისთვის. USAID და ამერიკის მთავრობა, რა თქმა უნდა მხარს უჭერს „წითელ ჯვარს“ და მხარს უჭერს მათ საქმიანობას ამ მართლაც უპრეცედენტო პანდემიის დროს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები