იმერეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19 ინფიცირებულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. დღეს კლინიკაში კიდევ ერთი ინფიცირებული გადაიყვანეს.
54 წლის ქალბატონი წყალტუბოს საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„პაციენტს, რომელიც იმყოფებოდა წყალტუბოს საკარანტინე სივრცეში ,ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შემდეგ დაუდასტურდა კორონავირუსი, რის შემდეგაც გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული გამოკვლევები, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა თემურ ნადირაძემ.

ამ დროისთვის, საავადმყოფოში Covid-19 ინფექციით 5 პაციენტი მკურნალობს.
ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ 41 პაციენტი გამოაჯანმრთელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები