თერჯოლაში ადგილობრივების შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა გოგიაშვილი ჭოგნარის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც მერის წარმომადგენელ მამუკა ბერეკაშვილსა და დეპუტატ გიორგი ბერეკაშვილთან ერთად “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარე პროექტი – აჭარლების უბანში გზის ბეტონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა, ასევე, მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს პროექტის შესახებ ესაუბრა.
“მიმდინარეობს მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება. ჭოგნარის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხი პროექტი მოეწყობა, რისთვისაც დაიხარჯება 20 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი 108 პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 690 ათასი ლარია განსაზღვრული”, – აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N390 განკარგულების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნულ სამუშაოს კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს “ჯეო ბილდი” ასრულებს.