ქუთაისში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქუთაისში, “ჭომის“ დასახლებაში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლმა, დავით ერემეიშვილმა და უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამირან კოპალეიშვილმა დაათვალიერეს. სპორტული კომპლექსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ითვალისწინებს მარტივი ტიპის გასახდელების, სველი წერტილების, ორიარუსიანი ტრიბუნებისა და სანიაღვრე არხის მოწყობას. შეიცვლება განათების სისტემაც. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ერემეიშვილის განცხადებით, სპორტული კომპლექსი წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო.
“ჭომის“ დასახლებაში აღნიშნული მოედანი ათწლეულების მანძილზე არსებობდა, თუმცა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სპორტული კომპლექსი იქნება კეთილმოწყობილი, კომფორტული და ხელმისაწვდომი ამ უბნის ყველა მაცხოვრებლისთვის. მოედნის მოცულობა საშუალებას იძლევა, საწვრთნელი პროცესის დროს მოემსახურონ 30 პერსონას, ღონისძიებების დროს კი 200 ადამიანს“, – აცხადებს მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ერემეიშვილი.
სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 111800 ლარია, შპს „თეგიკა უნივერსალი“ ასრულებს. კომპლექსის რეაბილიტაცია ივლისში დასრულდება.