მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გორის სამხედრო ჰოსპიტალს სადეზინფექციო საშუალებები და სატელეკონფერენციო აპარატურა გადასცა

გორის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სადეზინფექციო საშუალებები და სატელეკონფერენციო აპარატურა უსასყიდლოდ გადასცა.
ცნობისთვის, კოვიდ 19-თან ბრძოლის საქმეში გორის სამხედრო ჰოსპიტალში არაერთი ინოვაციური მიდგომა დანერგეს, მათ შორის კი განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰოსპიტლის მიერ კომორბიდული, ანუ კორონავირუსის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომელიც სხვა წამყვანმა კლინიკებმაც გაიზიარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები