მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ ას ოჯახს სურსათ-სანოვაგე გადაეცემა
ასოციაცია „ნაკვალევი“ და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „აჰმადია მუსლიმ ესოსეიშენ“ (AHMADIYA MUSLIM ASSOCIATION) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ას ოჯახს დაეხმარება. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სასურსათე კალათა, რომელშიც სხვადასხვა სახის პროდუქტი შედის, დღეს სამხარეო ადმინისტრაციას გადასცეს. გუბერნატორის ადმინისტრაცია კი სურსათ-სანოვაგეს რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე გადაანაწილებს.
სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში – შალვა კერესელიძემ გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი საქველმოქმედო სახის აქციები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.
ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ჯამურად, სულ 12 588 სასურსათე კალათაა გაცემული.