ამირან გამყრელიძე: განისაზღვრება ადამიანთა დამატებითი ჯგუფები, ვისთვისაც მოლეკულური ტესტირების ჩატარება აუცილებელი იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომზადდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ადამიანთა დამატებითი ჯგუფები, ვისთვისაც მოლეკულური ტესტირების ჩატარება აუცილებელი იქნება.
მისივე თქმით, ქვეყანაში ტესტების გარკვეული მარაგები არსებობს.
„ძალიან ინტენსიურად ვტესტავთ კარანტინში მოთავსებულ ყველა ადამიანს, კარანტინიდან გამოსვლის მე-13-14 დღეს, ეს არის აუცილებელი და ძალიან ბევრი უკვე კარანტინში ინფიცირებული უკვე აღმოვაჩინეთ და ამით პრევენცია გავაკეთეთ ინფექციის გავრცელების. უკვე ორ კვირაზე მეტია, ძალიან სერიოზულად დაიწყო ტრაილერების მძღოლების ტესტირება და ამაზეც მთელი ალგორითმია. მოგეხსენებათ, ჩვენთან ტვირთბრუნვა არ შეჩერებულა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი, შემოდიან 4 ყველაზე დაზიანებული ქვეყნის გავლით და მათზე სერიოზული მონიტორინგი ხდება. ამას ემატება მოხუცთა სახლები.
მომზადდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ადამიანთა კიდევ დამატებითი ჯგუფები, ვისთვისაც მოლეკულური ტესტირების ჩატარება აუცილებელი იქნება, რათა ჩვენ ინფექციის გავრცელებისგან მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ. ამისთვის გარკვეული მარაგები ქვეყანაში დღეს არსებობს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.