გია ვოლსკი: შემიძლია, მაგალითები მოვიყვანო, როცა “ნაცმოძრაობამ” და მისმა ქვეგანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში
“მე შემიძლია, რუსეთისათვის ხელშეწყობის მაგალითები მოვიყვანო, როდესაც “ნაცმოძრაობამ” და მისმა დღევანდელმა ქვეგანაყოფებმა ხელი შეუწყვეს ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიციების გაძლიერებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
“მე შემიძლია, რუსეთისათვის ხელშეწყობის მაგალითები მოვიყვანო, როდესაც “ნაცმოძრაობამ” და მისმა დღევანდელმა ქვეგანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში და საპირისპირო მაგალითი არც ჩანს, არც ზედაპირზე და არც – სიღრმეებში”, – აღნიშნა ვოლსკიმ.