ამირან გამყრელიძე: არ გამოვრიცხავ, რომ დისტანციური სწავლება შემოდგომაზე ისევ გახდეს საჭირო

არ გამოვრიცხავ, რომ დისტანციური სწავლება შემოდგომაზე ისევ გახდეს საჭირო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Post TV-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სექტემბერში სწავლა შესაბამისი წესების დაცვით აღდგება.

„მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა გავითავისოთ, რომ ვირუსი არ დამთავრებულა. დისტანციური სწავლება გახდა ჩვეულებრივი ატრიბუტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე ისევ გახდეს საჭირო. ამიტომ, ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს – შედარებით მშვიდი, სწავლის გადადების საჭიროება არ დადგება.

სექტემბერში სწავლა აღდგება, მაგრამ შესაბამისი წესების დაცვით. ისეთი ტიპის თავისუფალი გარემო, როგორიც შარშან სექტემბერში გვქონდა, არ იქნება. სასწავლო პროცესის დაწყებისა და განვითარების უფრო მკაცრი რეგულაციები იქნება“, – განმარტავს გამყრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები