ვახტანგ გომელაური პოლიციას: გაუფრთხილდით თქვენს თავს, თქვენს ოჯახებსა და, რა თქმა უნდა, მოსახლეობას
“გაუფრთხილდით თქვენს თავს, თქვენს ოჯახებსა და, რა თქმა უნდა, მოსახლეობას”, – ამის შესახებ
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა რუსთავში პოლიციის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
“მინდა, მადლობა გითხრათ ბატონი პრემიერისა და პირადად ჩემგან იმისთვის, რაც გააკეთეთ ამ სამი თვის განმავლობაში. მძიმე იყო, მესმის, აქ ცხოვრობდით თითქმის, აქ იყავით სულ, ყველა დღესა და ღამეს. ოჯახებს ვერ ნახულობდით. ყველაზე რთული რეგიონი თქვენი იყო. კარგად გაართვით თავი, კრიმინალს რომ თავი დავანებოთ, კორონავირუსის თემაზე კარგად მუშაობთ და ყველაფერი კარგად მიდის.
ჯერჯერობით, ცხადია, დამთავრებული არ არის კორონავირუსთან ბრძოლა, ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს თავს, თქვენს ოჯახებსა და, რა თქმა უნდა, მოსახლეობასა და მოქალაქეებს.
მართლა მადლობლები ვართ. გადაეცით მადლობა ჩემგან და პრემიერისგან ყველას, პირველ ყოვლისა, თქვენ და მერე ყველა რიგითს, ვინც ასრულებდა მოვალეობას”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.