გიორგი გახარია: სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს

“ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში განაცხადა, სადაც შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს ხვდება.

პრემიერის თქმით, უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია.

“ყველამ ნახა, სოფლის მეურნეობის მინისტრს, როგორც კი კრიზისი დაიწყო, მოუწია რაღაც პროდუქტებზე მარაგების გაკეთება, რადგან ყველა იმ ქვეყანამ, საიდანაც ამის შეძენა ხდებოდა, უბრალოდ გადაკეტა  – ყველანაირი გაფრთხილების გარეშე თქვეს, რომ ექსპორტი დამთავრდა.

ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს. არ არის ეს მარტივი, მიწები ძალიან დაქუცმაცებულია, ზოგან წყლის პრობლემაა, ზოგან ცოდნის პრობლემაა, ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ნელ-ნელა აქეთკენ უნდა წავიდეთ. სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს, ვერ მოხდება ეს ერთ დღეში, მაგრამ გიორგი არის ამის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება, ასეთი ქცევის წარმატებულ მოდელზე ახალგაზრდებმა და ყველა ჩვენგანმა გააკეთოს ისე, როგორც ეს კაცი ეფექტურად, შედეგიანად საქმეს აკეთებს და შედეგიც აგერ არის“, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები