მარინა ეზუგბაია: ლაპარაკია, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, თუ პირველ ეტაპზე მზად ვართ, მეორე ეტაპზეც მზად უნდა ვიყოთ
“ლაპარაკი არის, რომ იქნება მეორე ტალღა. საუბარია, რომ კოვიდთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და გავაგრძელოთ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვა უმნიშვნელოვანესია.
“ლაპარაკი არის, რომ იქნება მეორე ტალღა. საუბარია, რომ კოვიდთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და გავაგრძელოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ, გარკვეულწილად, ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ სიტუაციას, რომ თავი დავიცვათ მუდმივ რეჟიმში. არ უნდა მოვდუნდეთ, შეძენილი უნარ-ჩვევები შევინახოთ და, საჭიროების შემთხვევაში, გავაძლიეროთ. ვეცადოთ, რომ თითოეულმა დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან, რათა გვერდზე მყოფი ადამიანებიც დავიცვათ.
თუ პირველ ეტაპზე მზად ვართ, მეორე ეტაპზეც მზად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.