გურამ მაჭარაშვილი: პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხილვის მიზეზი არსებული პროცედურების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და პარლამენტის საქმიანობის ოპტიმიზაციაა

“ჩვენ განვიხილავთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს, რაც გამოწვეულია ორი მიზეზით. ერთი ეს არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში არსებული პროცედურების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და მეორე პარლამენტის საქმიანობის ოპტიმიზაცია და რაციონალიზაციაა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობას არჩევნებში ერთჯერადად უშვებს.

„ცვლილებების ძირითადი პრინციპები გამომდინარეობს იქედან, რომ ქვეყნის მთავარი კანონი უკვე განსხვავებულად განსაზღვრავს ფრაქციების შექმნის პროცედურას. ერთი და იმავე პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრები უფლებამოსილი არიან შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთჯერადად ვუშვებთ საარჩევნო ბლოკებს, როგორც სუბიექტებს, რომ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. ერთი და იგივე საარჩევნო ბლოკით წარდგენილ პარლამენტის წევრებს, თუკი საარჩევნო ბლოკში შემავალი ძირითადი პარტიის გარდა რომელიმე სხვა პარტიაც შეძლებს და პარლამენტში ეყოლება 7 ან მეტი წარმომადგენელი, ამ შემთხვევაშიც მათაც შეუძლიათ ფრაქციის შექმნა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები