ამირან გამყრელიძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხდეს ინფიცირებული აბიტურიენტი

“ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხდეს ინფიცირებული აბიტურიენტი, რომელიც შეიძლება, გახდეს წყარო შემდგომში ინფექციის მასობრივი გავრცელებისა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პროცესთან დაკავშირებითაც მიდგომები უნდა შეიცვალოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ზაფხულში, ყოველწლიურად ერთიანი ეროვნული გამოცდები, წელს პირველად ჩატარდება პანდემიის პირობებში. მოგეხსენებათ, მთელი სამყარო დღეს პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ, მან ბევრი რამ შეცვალა და, ალბათ, უნდა შეიცვალოს მიდგომა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პროცესთან დაკავშირებით, რამეთუ მისი ჩატარების დროს ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანი იყრის თავს ერთად და თავშეყრა წარმოადგენს ინფექციის გავრცელების მომატებულ რისკს. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხდეს ინფიცირებული აბიტურიენტი, რომელიც შეიძლება, გახდეს წყარო, შემდგომში ინფექციის მასობრივი გავრცელებისა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები