გია ვოლსკი: პრემიერი ვაშაძე იქნება თუ ბოკერია, ამომრჩეველი გადაწყვეტს, ყველაფერს პასუხი გაეცემა საარჩევნო ყუთებთან

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, პრემიერმინისტრი გიორგი ვაშაძე იქნება თუ გიგა ბოკერია, ამომრჩეველი გადაწყვეტს. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს პასუხი საარჩევნო ყუთებთან გაეცემა.

„სახელმწიფოს ინტერესშია, ჩატარდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნები. ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება, რომლის მიმართ შეტევა შალვა ნათელაშვილის ოფისში გამართული მოლაპარაკების მთავარი მიზანია. ყველაფერს პასუხი გაეცემა საარჩევნო ყუთებთან. ეს არის მთავარი და ცდილობენ, რომ ამ მთავარ მიმართულებას როგორმე გადავცდეთ, სხვა ასპექტებსა და კონფლიქტებში შევიდეთ. ვინ იქნება პრემიერმინისტრი – გიორგი ვაშაძე თუ გიგა ბოკერია, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. მგონია, რომ უახლოეს პერიოდში არ ემუქრებათ ისეთი დატვირთვა, რაც პრემიერმინისტრს აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები