ანრი ოხანაშვილი: თუკი ვინმე მიზანმიმართულად არღვევს 8 მარტის შეთანხმებას, ესენი “ნაცმოძრაობა” და მათთან აფილირებული ჯგუფებია
“ნაციონალური მოძრაობა” და მათთან აფილირებული ჯგუფები მოწადინებული არიან, რომ 8 მარტის შეთანხმება დაარღვიონ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობასა” და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და გიორგი რურუას გათავისუფლებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურთ.
“თუკი ვინმე მიზანმიმართულად არღვევს 8 მარტის შეთანხმებას, ეს არის – “ნაციონალური მოძრაობა” და მათთან აფილირებული ჯგუფები. ეს ხალხი იკვეთება და დასტურდება უკვე, რომ მოწადინებულნი არიან, დაარღვიონ 8 მარტის შეთანხმება და ამას პოლიტიკურად თამაშობენ, ინსცენირებას ახდენენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებასა და ვინმე რურუას გათავისუფლებას შორის დასვან ტოლობის ნიშანი. გვეუბნებიან იმას, რომ თურმე ასეთ დანაშაულებრივ შეთანხმებას ჰქონდა ადგილი. რაც არის აბსურდი, მეგობრებო. ვერცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ დაიჯერებს, რომ ასეთი ტიპის შეთანხმება შეიძლება, შემდგარიყო”, – განაცხადა ოხანაშვილმა.