ბარათაულის თემში გზების რეაბილიტაციაზე 95 279 ლარი დაიხარჯება

ბარათაულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გომარდულში, ქარცივაძეებისა და ჭაღალიძეების უბანში ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ბეტონის საფარი გზის 300 მ სიგრძის პრობლემურ მონაკვეთზე მოეწყობა.

“პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 16 551 ლარია. სამუშაოებს შპს ,,მარეთი777“ ასრულებს. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, ბარათაულის თემში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციაზე 95 279 ლარის სამუშაოები განხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები