ქალაქ ბოლნისს კიდევ ერთი ქვაფენილიანი ქუჩა შეემატება 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მერაბ კოსტავას ქუჩაზე ათეული წლების განმავლობაში არსებული გზის პრობლემა სულ მალე მოგვარდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი – დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის პირველ ეტაპზე ქუჩაში არსებული დიზიანებული კედლებისა და ღობეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, შემდგომ კი გზაზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგება. აღსანიშნავია, რომ წინა წელს კოსტავას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოწესრიგდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 579, 000 ლარს შეადგენს. უახლოეს პერიოდში მერაბ კოსტავს მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები