“კრიზისების მართვის კუთხით არსებული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება იქნება მთავრობის კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება”

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იწყებს ყოვლისმომცველ კვლევას, რომლის მიზანია პანდემიის მართვის „ქართული პრაქტიკის” შესწავლა, განვილ გზაზე პრობლემების იდენტიფიცირება და მზაობის უზრუნველყოფა სამომავლოდ განმეორებითი ფორსმაჟორის უფრო ეფექტურად მართვისთვის.

როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა: კრიზისების მართვის კუთხით არსებული სამართლებრივი რეგულაციები და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, ადამიანის უფლებები პანდემიის დროს, ანგარიშვალდებულება, გამჭირვალობა, კრიზისული ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა და სხვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები