გორსა და ხაშურში, ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსების პროცესი დაიწყო
გორსა და ხაშურში, ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსების პროცესი დაიწყო.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში უკვე შესყიდული აქვს 16 ბინა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მენაშენეების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც სააგენტო გორში ბინებს დამატებით შეისყიდის. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ.
გორსა და ხაშურში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება აღმოსავლეთ საქართველოში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს 4 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ.
დევნილი ოჯახები განაცხადებს ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეავსებენ. აუცილებელია ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა პორტალზე – WWW.MY.GOV.GE. მომსახურების ველში იძულებით გადაადგილებულმა პირმა უნდა აირჩიოს – სერვისები დევნილთა და ეკომიგრანტთათვის.