ბოლნისში ფერმერები კარტოფილს ექსპორტზე სადისტრიბუციო პუნქტის საშუალებით გაიტანენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტი მოინახულა.
სადისტრიბუციო პუნქტის საშუალებით, ადგილობრივი ფერმერები კარტოფილის ექსპორტზე გატანას შეძლებენ. ლოკაცია მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრაილერის მძღოლებს, რომლებიც შემდგომ პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანას უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ მძღოლები პროდუქტის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმეტნაციის აღებას ადგილზე, “ერთი ფანჯრის” პრინციპით შეძლებენ.
სოფელ ნახიდურში სადისტრიბუციო პუნქტის გახსნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადაწყდა.