“30 წელზე მეტია, სამ ჟანრში ვმუშაობ” – ზუგდიდელი მხატვარ-კერამიკოსი თანამედროვე და უახლესი ისტორიის გამომხატველ ნიმუშებს ქმნის

ზუგდიდელი მხატვარ-კერამიკოსი რობერტ აბსანძე, ოჯახთან ერთად,ზუგდიდის ცენტრში მდებარე სახელოსნოში ტრადიციული კერამიკის ჯამებთან, ლარნაკებთან, ქართული ორნამენტებით შესრულებულ კედლის დეკორატიულ თეფშებთან და სხვადასხვა ფიგურის ქანდაკებებთან ერთად, თანამედროვე და უახლესი ისტორიის გამომხატველ ნიმუშებს ქმნის.

სამხატვროზე შვიდი წელი ვაბარებდი, შვიდწლიანი მცდელობის შემდეგ ჩავაბარე და კარგი ცოდნაც წამოვიღე იქიდან. მის მერე 30 წელზე მეტია, სამ ჟანრში ვმუშაობ: ქანდაკება, კერამიკასა და ფერწერაში. მთავარია საქმის ცოდნა რასაც აკეთებ და შემდეგ უკვე კეთილსინდისიერად შეასრულო ის, რასაც ემსახურები, რაც გარდაუვალ წარმატებას განაპირობებს“, – ამბობს ფერმწერი.

მხატვრის ყველა ქანდაკებას თუ კერამიკულ ნამუშევარს თავისი ისტორია, სახელი და მნიშვნელობა აქვს. გასაყიდად იშვიათად იმეტებს, როგორც თავად ამბობს, ნამუშევრები რომლის შესრულებას ხანდახან სამ დღე და ღამეს ანდომებს, შვილივით უყვარს და უფრთხილდება. კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვებმა მეტი დრო მისცა, და ამ ხნის მანძილზე, არაერთი ნამუშევარი შექმნა, უფრო მეტიც, საცხოვრებლად სახელოსნოში გადავიდა.

ცხოვრების მთავარ პროფესიაში, ოჯახის დანარჩენი წევრებიც ნელ-ნელა შემოუერთდნენ და ბოლო რამდენიმე წელია, ხატვა, ძერწვა და ფერწერა აბსანძეების ოჯახის შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა.

აბსანძეების სახელოსნო-სტუდიაორკოლი“ და მათი სამომავლო გეგმები, ნახეთ „რეგიონული კვირის“ რეპორტაჟში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები