პრემიერმა ტელეკომპანია BBC-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის დასაწყისში ტელეკომპანია BBC-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტ კრის მორისს საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, როგორც მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერისგან, აინტერესებდა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა ვილნიუსის სამიტის შემდეგ, საქართველოს ხედვა უკრაინის მოვლენებზე, ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმები და ურთიერთობები რუსეთთან. ინტერვიუ ტელეკომპანია BBC-ს ეთერში დღეს გადაიცემა.