ირაკლი შონია: ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით, ფოთში ნგრევამდე მისულ ისტორიულ შენობაში საზღვაო აკადემიის ფილიალი განთავსდება
ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელ ფეისბუქში ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ სასწავლებლის მშენებლობა მეტ განვითარებას მოუტანს საპორტიო ქალაქს. ის ყურადღებას ახალგაზრდების პერსპექტივაზე ამახვილებს და პროექტის ინიციატორად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ალექსანდრე მოწერელიას ასახელებს:
,,ხშირად გავიგონებთ , რომ უძველესი ქალაქი ფოთი სამხრეთ კავკასიის კარიბჭეა! დიდი ისტორიის და კულტურის მქონე საპორტო ქალაქი! სამი ათეული წლიდან დაწყებული საქართველოში მიმდინარე ნეგატიური მოვლენები ფოთზეც აისახა,შეგნებულად თუ შეუგნებლად გაპარტახდა შენობები,ფუნქციონირება შეწყვიტა დაწესებულებებმა და სასწავლებლებმა, რომლის აღდგენა რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი აქტიური ინიციატორი გახლავთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია.
ფოთში წმინდა გიორგის ქუჩაზე მდებარეობდა დანგრევის პირამდე მისული ამპირის სტილში აგებული ისტორიული შენობა, აშენებული 1938 წელს, სადაც განთავსებული იყო ჰიდრო-მელიორაციის ტექნიკუმი, მოგვიანებით ფოთის უნივერსიტეტი, აქ მყოფმა სპეციალისტებმა დიდი სამუშაოები გასწიეს კოლხეთის დაბლობის ათვისებაში, დროთა განმავლობაში შენობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა და ფაქტიურად დემონტაჟს ექვემდებარებოდა… ალექსანდრე მოწერელიას დიდი ძალისხმევით გადაწყდა ამ ისტორიული შენობის აღდგენა-რეაბილიტაცია!
საქართველოს მთავრობის #2441 განკარგულებით, განათლების,მეცნიერების და სპორტის სამინისტროს მართველობის სფეროში შემავალ,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურების განვითარების სააგენტოს დაევალა აღდგენითი სამუშაოების დაფინანსება 5 876 164 ლარით! სამუშაოებს შპს “დანი ქონთსთრაქშენი” ასრულებს და ცხრა თვეში უნდა მოახდინოს შენობის სრული რეაბილიტაცია!
2019 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ,რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერიამ, საზღვაო ტრანსპოტის სააგენტომ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს. რომლის მიხედვით შენობაში განთავსდება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი! სასწავლებელი გათვლილია ათასზე მეტ სტუდენტზე და დასაქმდება 250 პროფესორ-მასწავლებელი. 2021 წელს სასწავლებელმა უკვე უნდა შესძლოს სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება,რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე. სტუდენტები დაეუფლებიან შემდეგ პროფესიებს: გემბანისა და სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური,შედუღება, ხარატი, ამწის ოპერატორი, კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი,თევზსაჭერი გემის ნავიგაცია, პორტების ლოგისტიკის ოპერირება…
ამ სასწავლებლის ამოქმედებით მეტ განვითარებას მოუტანს ქალაქ ფოთს,ასევე საქართველოს ნებისმიერი კუთხის შვილს შეუძლია დაეუფლოს ცოდნას და განათლებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, ფუნდამენტია მომავალი თაობის ხელშეწყობისთვის,მეტ სასიცოცხლო იერს შესძენს ქალაქ ფოთს…
ალექსანდრე მოწერელიას თქმით: ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი იქნება ახალი საგანმანათლებლო კერა და თანამოქალაქეებისთვის მოსალოცი მოვლენაა!
აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს,რომელიც მოინახულა და ადგილზე გაეცნო ვითარებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია…
ყოველივე ეს ჩვენ გვიქმნის ოპტიმისტურ განწყობას,რომ ეს ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება საპორტო ქალაქის წინსვლის და მეტი განვითარებისათვის…“ წერს ჟურნალისტი ირაკლი შონია.