ცოტნე ზურაბიანი: სამართალი, რომელიც ამ ქვეყანაში 2012 წლის შემდგომ დადგა, მაღალი სტანდარტისაა
უმრავლსეობის წევრმა, ცოტნე ზურაბიანმა გოჩა ლორთქიფანიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოჩნდა, რამდენად დიდია მთავრობის ძალისხმევა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
მისი თქმით, დიამეტრულად განსხვავდება დღევანდელი სურათი 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, თუმცა ეს არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით რეფორმები და კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგას, რათა მომავალში მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ადამიანის უფლებების, მათ შორის, სოციალური, შრომითი და სხვა უფლებების დაცვას, რაც კიდევ ბევრ მუშაობას საჭიროებს.
„სამართალი, რომელიც ამ ქვეყანაში დადგა 2012 წლის შემდგომ, არის მაღალი სტანდარტის და არაერთ დღესა და ერთ საათში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ბევრი ახსოვს ისტორიას”, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.